Friday, July 26, 2013

საინტერესო ისტორია

საინტერესო ისტორია ხინკალზე


ხინკლის წარმოშობაზე მკვლევარები ბევრს დავობენ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება, რომ იგი ფშავური კულტურის დიდი ნაწილია და სწორედ იქიდან გავრცელდა ჯერ მის მოსაზღვრე რაიონებში, შემდეგ კი ბარშიც ჩამოაღწია. ხინკლის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ცოტა განსხვავებულია, აქ იგი დუმის შაშხად არის მოხსენიებული. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ შესაძლოა ხინკლის ფორმა თავისი ნაოჭებით წააგავს ბორჯღალს. როგორც ბატონმა ივანემ ამიხსნა, თუკი მართლაც აქედან მომდინარეობს, არც ეს იქნება გასაკვირი, ქართველებისთვის ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა, თუმცა ეს მაინც ვარაუდია და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
კახეთსა და თუშეთში იგი XIX საუკუნიდან, ხოლო ხევსურეთში კი უფრო გვიან – XX საუკუნეში ჰპოვა გავრცელება. ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილი და ბეგქონდარათი ან კვლიავით. ხინკალს აუცილებლად ურევდნენ მცირე რაოდენობით დაკეპილ პიტნას, რაც კერძს ძალიან კარგ არომატს სძენდა.
რამდენ ნაოჭიანი უნდა იყოს ხინკალი 15, 17,19 თუ მეტი?
სწორი პასუხია 28. ერთ-ერთ მთიულურ ლექსში ვხვდებით ასეთ ფრაზას: "ტიალო ხაჭოს ხინკალო ოცდარვა ნაოჭიანო"
28 ასევე არის საკრალური რიცხვი. 28 მზის  წელთა რიცხვია ანუ მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას უნდება ზუსტად 28 წელი. ხინკლის კუჭი ნიშნავს მზეს ხოლო ნაოჭები მზის სხივებს.
ხინკალს ჩვენი წინაპრები კვირა დღეს ანუ "მზის დღეს" ამზადებდნენ (კვირა დღეს ძველქართულად ერქვა"მზისა" ანუ "საუფლო დღე")


No comments:

Post a Comment